მსახიობი პოლ სორვინო გარდაიცვალა

ცნობილი ამერიკელი მსახიობი, პოლ სორვინო 83 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული მედია ავრცელებს.

პოლ სორვინო ცნობილია თავისი როლებით, როგორც პოლ სისერო 1990 წლის განგსტერულ ფილმში „მაგარი ბიჭები“ და სერჟანტი ფილ სერეტა სატელევიზიო სერიალში „კანონი და წესრიგი“.