ქალზე ძალადობა, დამცირება, სექსიზმი და სხვა მრავალი ამორალობა ქართული ოცნების მაღალჩინოსნების სახედ იქცა – ნიკა სიმონიშვილი.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი “ქართული ოცნების” თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მიერ “მთავარი არხის” ჟურნალისტზე თავდსხმას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
“ქალზე ძალადობა, შეურაცხყოფა, თავდასხმა, დამცირება, სექსიზმი და სხვა მრავალი ამორალობა ქართული ოცნების მაღალჩინოსნების სახედ იქცა.
ძალიან დიდი უზნეობაა, ახალგაზრდა ადამიანს, ქალს, ასეთი სიტყვებით მოიხსენიებდე და არანაკლები უზნეობაა, ამას ამართლებდე ან იწონებდე.
როცა მამაშენის წარსულზე გეკითხებიან და ეს კითხვა არ მოგწონს, ათასნაირი პასუხი შეგიძლია დააბრუნო ეთიკის ფარგლებში, მით უმეტეს, როდესაც საჯარო პირი ხარ და თმენის ვალდებულება გაქვს. იმ სიტყვებს, რომლის გამეორებაც არ მინდა, არავითარი გამართლება არ აქვს”, – წერს ნიკა სიმონიშვილი.
წყარო: itv.ge