აშშ ელჩ დეგნანს “ვაშინგტონის სრული მხარდაჭერა აქვს” – ამერიკელი დიპლომატი

კარა მაკდონალდმა, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ, თბილისში გამართულ უკრაინის მხარდამჭერ და საქართველოს ხელისუფლების საწინააღმდეგო კონფერენციაზე განაცხადა:

“ერთი საკითხია, საქართველოს ხალხის სოლიდარობა მის ურყევ გეზში ევრო-ატლანტიკური სივრცის მიმართულებით. ჩვენ სრულად ვემხრობით ამას. ამაში ჩვენ პარტნიორები ვართ და მზად ვართ ყოველგვარი დახმარება გავუწიოთ საქართველოს, თუმცა ამ მიზნის მისაღწევად აუცილებელია ერთიანობა. ავტორიტარიზმს ყველაზე მეტად სწორედ ერთიანობის ეშინია და სწორედ ერთიანობაა, რომელიც საქართველოს ხალხის მიერ დასახული მისწრაფებებისკენ სვლაში სჭირდება. ასევე მინდა ვახსენო და ნამდვილად შევაქო ჩვენი საელჩო საქართველოში. ამ ერთიანობის მისაღწევად ელჩი დეგნანი და მისი გუნდი შეხვდა საზოგადოების ფართო სპექტრს: სამოქალაქო სექტორს, ბიზნეს-ლიდერებს, მთავრობას, პარლამენტსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს. ელჩს ვაშინგტონის სრული მხარდაჭერა აქვს. ელჩმა დეგნანმა და მისმა გუნდმა შესანიშნავად იმუშავა და ჩვენც ამას მოვუწოდებთ მთავრობასაც, რომ შექმნან ერთიანობა. მთავრობას ამ ერთიანობის მიღწევაში განსაკუთრებული როლი აკისრია.

ასე რომ, არ გაუშვათ ეს შანსი ხელიდან. ასეთი შესაძლებლობები ყოველთვის არ ჩნდება. არ ვიცით, კიდევ როდის გაჩნდება ეს შანსი. არ გაუშვათ ხელიდან ეს შესაძლებლობა და გადადგით ნაბიჯები, სერიოზულად მიუდექით 12 პუნქტის შესრულებას და მიიყვანეთ ბოლომდე ქართველი ხალხის გამარჯვებისთვის”.