„ჩრდილოეთის ნაკადით“ ევროპისთვის გაზის მიწოდების შეჩერება რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებთან არის დაკავშირებული – დმიტრი პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის დმიტრი პესკოვის განცხადებით, „ჩრდილოეთის ნაკადით“ ევროპისთვის გაზის მიწოდების შეჩერება რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებთან არის დაკავშირებული.

როგორც რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, სხვა პრობლემები ახლა არ არის.

„თქვენ იცით, რომ პრობლემები დატუმბვასთან დაკავშირებით წარმოიშვა დასავლეთის სახელმწიფოების მიერ ჩვენი ქვეყნის და რიგი კომპანიების წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გამო, მათ შორის, გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის მიერ.

სხვა მიზეზები, რომლებიც დატუმბვის პრობლემებს გამოიწვევდა, არ არსებობს“, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა.