საჭიროების შემთხვევაში, ლუკაშენკო ბელარუსში ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს განათავსებს

ბელორუსიის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა დააყენებს რუსული ბირთვული იარაღის განლაგების საკითხს ბელორუსიის მიმართ გარე აგრესიისა და პოლონეთში ამერიკული ბირთვული იარაღის განლაგების შემთხვევაში.

”მე დავუსვი საკითხი რუსეთის პრეზიდენტ პუტინს <…>, რომ ტაქტიკური ბირთვული იარაღი, თუ მოულოდნელად მოხდება თავდასხმა ბელორუსიაზე, თუ ამერიკელები განაგრძობენ ამ იარაღის პოპულარიზაციას პოლონეთში, ჩვენ უნდა გვქონდეს ის”, – თქვა მან.

ლუკაშენკომ ასევე გაიხსენა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან უკვე შეთანხმებულია რამდენიმე თვითმფრინავის მოდერნიზებაზე, რომლებსაც, საჭიროების შემთხვევაში, ტაქტიკური ბირთვული იარაღის ტარება შეუძლიათ.