ჩინეთში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 65-მდე გაიზარდა. სტიქიამ განსაკუთრებით ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ პროვინციები დააზარალა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, მიწისძვრამ სატელეკომუნიკაციო ხაზებისა და გზების დაზიანება გამოიწვია. დაშავებულთა რაოდენობა 50-ს აღემატება.
სიჩუანის პროვინციაში 6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა გუშინ მოხდა. 50 000-ზე მეტი ადამიანი იძულებული გახდა დასახლებული პუნქტები დაეტოვებინა.