„ევროპის პოზიციამ პუტინის მიმართ და დაწესებულმა სანქციებმა გამოიწვია საპასუხო რეაქცია, რუსეთის ლიდერმა ნათლად აჩვენა, რომ „თუ თქვენ ამას გააკეთებთ, მეც იმავეს გავაკეთებ“ – რეჯეფ თაიფ ერდოღანი

ევროპას მძიმე ზამთარი ელის და რუსული გაზის მიწოდების შემცირება რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის „პასუხია“ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებზე.

ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

„ევროპის პოზიციამ ბატონი პუტინის მიმართ, ისევე როგორც დაწესებულმა სანქციებმა, გამოიწვია საპასუხო რეაქცია. რუსეთის ლიდერმა ნათლად აჩვენა, რომ „თუ თქვენ ამას გააკეთებთ, მეც იმავეს გავაკეთებ“, – აღნიშნა ერდოღანმა.

ერდოღანის თქმით, პუტინი მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს და იარაღს იყენებს.

„ამ ინსტრუმენტებიდან მთავარი ბუნებრივი აირია. ჩვენ არ გვსურს ასეთი განვითარება“, – დასძინა თურქეთის პრეზიდენტმა.