ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სპეციალური განცხადება

ხვალ, 7 სექტემბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი კრწანისის რაიონში, ხონელის ჩიხი N5-ის მიმდებარედ რეზერვუარზე წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

კომპანიის ტექნიკური ჯგუფები სამუშაოებს დღის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 7 სექტემბრის დილის 10:00 საათიდან  საღამოს 22:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

კრწანისის რაიონში – გრიშაშვილის, ცურტაველის, ბერძნის, ნადიკვრის, თელეთის, ბააზოვის, ვეზიროვის, შატაიძის, მეფისაშვილის, წალკის, მერჩულის, მოსე ხონელის, საბანიძის, ლორთქიფანიძის, ეფრემ მცირეს, ოფრეთის, კალანდაძის, ორთაჭალის, სოღანლუღის, ალგეთის, ქუმსიაშვილის, დეკაბრისტების, ნ. ტაბიძის, მელქაძისა და მარტვილის ქუჩებს.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის. სამუშაოების მიმდინარეობისას, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუკისა და ვებგვერდის მეშვეობით – www.gwp.ge