რეჯეფ თაიფ ერდოღანი – საბერძნეთი არ არის ჩვენს დონეზე, რადგან ის არ არის ჩვენი თანასწორი პოლიტიკურად, ეკონომიკურად თუ სამხედრო თვალსაზრისით.
საბერძნეთი არ არის ჩვენს დონეზე, რადგან ის არ არის ჩვენი თანასწორი პოლიტიკურად, ეკონომიკურად თუ სამხედრო თვალსაზრისით – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
როგორც მედია წერს, გასული კვირის ბოლოს თურქეთსა და საბერძნეთს შორის დაძაბულობის ფონზე, ერდოღანმა გააფრთხილა საბერძნეთი, არ წავიდეს ძალიან შორს და თქვა, რომ თურქეთი გააკეთებს იმას, რაც საჭიროა, როცა დრო მოვა.
„საბერძნეთო, გადახედე ისტორიას, დაბრუნდი დროში; თუ ძალიან შორს წახვალ, ფასი მძიმე იქნება. საბერძნეთისთვის ერთი რამ გვაქვს სათქმელი: გაიხსენეთ იზმირი“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.
ამასთან, მედია თურქეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება, რომ 2022 წლის პირველ რვა თვეში საბერძნეთმა თურქეთის საჰაერო სივრცე და ტერიტორიული წყლები 1 100-ზე მეტჯერ დაარღვია. თურქეთი საბერძნეთს ბრალს სდებს თავის სანაპიროებთან მდებარე კუნძულების შეიარაღებაში და აცხადებს, რომ ხელშეკრულებით კუნძულები დემილიტარიზებული უნდა იყოს.
წყარო: 1tv.ge