“თუ რუსეთს ყირიმიდან წასვლას მოვთხოვთ, ეს საშინელი ომი არასოდეს დასრულდება!” – გერმანელი პარლამენტარი

გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) მემარცხენე ფრაქციის დეპუტატმა სარა ვაგენკნეხტმა მორიგი გონივრული განცხადება გააკეთა. კერძოდ, იგი შეეცადა, დაერწმუნებინა კოლეგები, რომ შეუძლებელია რუსეთის იძულება, უარი თქვას ყირიმზე და თუკი ამის მცდელობებს ექნება ადგილი, კონფლიქტი არასოდეს დასრულდება. 

 

“რუსეთი – ბირთვული ზესახელმწიფოა, ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს ეს გარემოება. თუკი ჩვენ გავჯიუტდებით იმაზე, რომ რუსები ყირიმიდან უნდა იქნან გაძევებულნი, ეს საშინელი ომი [უკრაინაში – რედ.] მუდმივად გაგრძელდება” – განაცხადა გერმანელმა პალამენტარმა.მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთს “თავისი შავი ზღვის ფლოტი ყირიმში ათწლეულების მანძილზე ჰქონდა განლაგებული” და არავითარ შემთხვევაში არ დათმობს ნახევარკუნძულს. ვაგენკნეხტის აზრით, გერმანიამ თავად უნდა გადაწყვიტოს, თუ რა შემთხვევებში დაუჭიროს მხარი კიევის ხელისუფლებას, რა შემთხვებში კი – პირიქით.

“განა აუცილებელია ათეულ ათასობით, შეიძლება, კიდევ ასეულ ათასობით სიცოცხლე შევწიროთ აბსოლუტურად არარეალურ მიზანს?” – ასეთი შეკითხვა დასვა ბუნდესტაგის წევრმა.

ვაგენკნეხტმა ასევე აღნიშნა, რომ ევროპა არ არის დაინტერესებული კონფლიქტის შემდგომი ესკალაციით. ამ მიზეზით, ბერლინმა ცხადად უნდა აგრძნობინოს ზელენსკის, რომ აუცილებელია მოლაპარაკებების გამართვა კონფლიქტის მხარეებს შორის. გერმანიამ და ევროკავშირმა ამას ხელი უნდა შეუწყონ – ფიქრობს პარლამენტარი.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნით ადრე, ამერიკულმა გამოცემა The Washington Post-მა გაავრცელა ცნობა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები, მიუხედავად მათ მიერ გამოცხადებული “კონტრშეტევისა” ქვეყნის სამხრეთში, როგორც ჩანს, ვერც მიმდინარე და ვერც მომავალ წელს ვერ შეძლებენ რუსეთის არმიის მიერ კონტროლირებული ტერიტორიების უკან დაბრუნებას.