საერთაშორისო ცხოვრებაში ჩახედულმა სპეციალისტებმა, პოლიტიკოსებმა უყურადღებოდ არ დატოვეს აშშ-ს პრეზიდენტის ბაიდენის და ყოფილი პრეზიდენტის ტრამპის განცხადებები საკუთარ ქვეყანასთან დაკავშირებით. ცხადია, ქვეყნის მთა-ბარი აქ არაფერ შუაშია. ორივეს მოსახლეობა ჰყავდათ მხედველობაში.
ძნელია იმის ვარაუდი, პრეზიდენტი ბაიდენი გააკეთებდა თუ არა ასეთ განცხადებას ა. წ. დეკემბერში, კონგრესის არჩევნების შემდეგ. თუმცა, ვინ იცის ნოემბრის არჩევნებმა მისთვის დამთრგუნველი შედეგი რომ მოიტანოს, უარესსაც გააკეთებს.
წინ ნოემბრის არჩევნებია, რომელიც კარგს არაფერს უქადის დემოკრატებს. ამერიკელთა აზრით, რესპუბლიკელები გამანადგურებელ დარტყმას მიაყენებენ დემოკრატებს, რითაც პრეზიდენტ ბაიდენის მმართველობას, ამერიკული გამოთქმა „კოჭლი იხვის“ პოზიციაში ჩააყენებენ.
ამ გამოთქმას მაშინ იყენებენ, როდესაც კონგრესში მოკალათებული რომელიმე პარტიის უმრავლესობა არ მისცემს პრეზიდენტს თავისი სურვილებისდამიხედვით მართოს ქვეყანა.
მაინც რა თქვა ბაიდენმა ისეთი, პოლიტიკოსებში რომ ესოდენი ყურადღება გამოიწვია? —ამერიკა თითქმის ფაშისტური სახელმწიფოაო. პრეზიდენტის პრეს-მდივანმა კარინ ჟან პიერმა სიტყვა „თითქმის“ გამოტოვა და ამერიკას ფაშისტური უწოდა, მაგრამ როგორ, ამერიკას? – ცხადია, ტრამპისტურს.
პრეზიდენტიც და მისი პრეს-მდივანიც ტრამპისტურ ამერიკას მიიჩნევენ ნაცისტურად და ამას ტრამპის ლოზუნგით ხსნიან — „ამერიკა, უპირველეს ყოვლისა!“. ორივენი და არა მარტო ისინი, არამედ დემოკრატები იზიარებენ ან გაიზიარებენ პრეზიდენტის ნათქვამს, რაც უდავოდ ნიშნავს ერთს და მნიშვნელოვანს — დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორის ჯერ არნახულ, არგაგონილ დაპირისპირებას.
თუ დემოკრატები დამარცხდებიან, გარდა იმისა, რომ პრეზიდენტს შეექმნება პრობლემები პრეზიდენტობის დარჩენილ ვადაში, მისი სურვილიც, მეორე ვადით იყაროს კენჭი, ისტორიას ჩაბარდება.
დემოკრატიული პარტია ისეთ შეტევაზეა გადასული, როგორც ქვეყნის საშინაო საქმეებში, ისე საგარეოში, ლამის დალეწოს ყველაფერი.
ამერიკელი ამომრჩეველი, ისტორიულად, გაცილებით მეტ ყურადღებას უთმობს საშინაო საქმეებს, ვიდრე საგარეოს, რაც არ არის გასაკვირი. საშინაო საქმეებით განისაზღვრება მისი კეთილდღეობა. ამ მხრივ დემოკრატებს დასაკვეხნი არაფერი აქვთ — გაქანებული ინფლაცია, კვების პროდუქტებზე გაზრდილი ფასები, საწვავის კატასტროფული ზრდა, უმუშევრობა და ა.შ. — აშკარა მანიშნებელია მმართველი დემოკრატიული პარტიის უსუსურობის, რომლის გადაფარვას ის ცდილობს საგარეო პოლიტიკით, აქაოდა ქვეყნის საშინაო საკითხების მოუგვარებლობა საგარეო პრობლემებითაა განპირობებულიო.
თუ რა პრობლემებით — უმალ ასახელებს — პუტინის რუსეთის უკრაინაში შეჭრას. მოგეხსენებათ, აშშ-ა რუსეთს აურაცხელი რაოდენობის სანქციები დაუწესა — ცხელ გულზე, ისე, არც დაფიქრებულა, რომ სანქციები არა მარტო რუსეთს დააზარალებდა, არამედ მთელს მსოფლიოს, მათ შორის აშშ-ს.
ამერიკელებს აღარ სჯერათ ბაიდენის ნათქვამი, რომ ბენზინზე ფასების მატება პუტინის ბრალია, რომ სუპერმარკეტების ცარიელი დახლებიც და ა.შ. აშშ-ს ტელეეკრანებზე გახშირდა იმ ექსპერტების გამოსვლები, რომლებიც აცხადებენ, რომ უკრაინისთვის მილიარდობით დოლარის მიცემა, იარაღთან ერთად, თაღლითური მაქინაციებია, რომლითაც ხელს ითბობენ ამერიკა—უკრაინის მაღალჩინოსნები; რომ უკრაინას, რომელსაც ამერიკელთა უდიდესი უმრავლესობა არ იცნობს და რუკაზეც ვერ მოძენის, არ უნდა ეძლეოდეს მსუყე ფულადი დახმარება, მაშინ, როდესაც თვით ამერიკელია შავ დღეში.
უკრაინის ომით დემოკრატების მიერ საგარეო საკითხებით საშინაოს გადაფარვამ რომ სასურველი შედეგი არ გამოიღო, წინა პლანზე წამოიწია ტაივანის საკითხმა და ისე დაუპირისპირა აშშ ჩინეთს, ლამის ორთა შორის ბირთვული ომი გამოიწვია.
ჩინეთ-ტაივანის პრობლემას არ ჩავუღრმავდები, ვინაიდან ამ სტატიის თემა არ არის და დავუბრუნდები აშშ-ს საშინაო მდგომარეობას. ეს ქვეყანა ყოველთვის ცნობილი იყო თავისი საშუალო ფენით, მეტ-ნაკლებად, ცხოვრებით კმაყოფილით.
ამერიკელთა სამწუხაროდ, ვითარება ბოლო წლების განმავლობაში კარდინალურად შეიცვალა. საშუალო ფენა, საბანკო კრედიტებით დაოსებული, ტოვებს ამ ნიშას და ღარიბთა ბანაკში გადადის. წინათ, საშუალო ფენას იმით მოჰქონდა თავი, რომ საბანკო ანგარიშზე ფული ჰქონდა. დღეს, აღარც ფული აქვს და აღარც პერსპექტივა დაგროვებისა.
რა მდგომარეობაა ამერიკის მიერ სანქცირებულ რუსეთში? სანქციებმა რუსეთს ვერაფერი დააკლო. ყოველ შემთხვევაში განვლილი 6 თვე ამას გვაჩვენებს და მასთან ერთად იმას, რომ რუსეთის მოქალაქეების საბანკო ანაბრებმა 58% გადააჭარბა.
ცხადია, ეს არ არის მილიონები, მაგრამ არის შემოსავლიდან დაზოგილი ფული. თუ აშშ-ს პრეზიდენტის მხარდამჭერთა რაოდენობა ყოველდღიურად კლებულობს, რუსეთის პრეზიდენტისა — 80%-ზე ქვევით არ ჩამოდის. სტატისტიკა ბევრის მთქმელია, რაც კარგად იციან დემოკრატებმა — ფართომასშტაბიან შეტევაზე გადასულებმა.
დემოკრატთა მოწინააღმდეგე ბანაკი, რესპუბლიკელების სახით, ხელს არ აკლებს. მათი ლიდერი ტრამპი რახანია ამბობს, რომ აშშ-ი ლიბერალური ფაშიზმის სავანეა.
ტრამპი, ლიბერალურ ფაშიზმში, ბაიდენს ადანაშაულებს. ობიექტურობიდან გამომდინარე უნდა ითქვას, რომ ტრამპს მეტი ანტიდემოკრატიული (პარტიიდან გამომდინარე) კოზირები აქვს, ვიდრე ბაიდენსა და დემოკრატებს, რაც უდავო მაჩვენებელია უკომპრომისო ბრძოლისა, ნოემბერში რომ გაიმართება.
შეეცდებიან თუ არა დემოკრატები არჩევნების გაყალბებას? რესპუბლიკელთა აზრით — შეეცდებიან, მაგრამ ისინი მზად არიან ამისთვის. თუ რას მოიმოქმედებენ, ნოემბერში გამოჩნდება. გაყალბების შემთხვევაში მწვავე დაპირისპირება არ ასცდება ამერიკას და რა? ბოლო წლების განმავლობაში სისტემატურად გაისმის რევოლუციის შესახებ. ისიც გვესმის, რომ ცალკეულ შტატებს გამოყოფა და დამოუკიდებლად არსებობა სურთ.
მართალია, ქართველ დილეტანტებს, აშშ-ს გულშემატკივრებს ასეთი რამ შეუძლებლად მიაჩნიათ, მაგრამ ხშირად შეუძლებელი, შესაძლებელი ხდება. განა ამის მაგალითი არ იყო თეთრთა მიერ, ზანგთათვის საჯაროდ ფეხის ბანა, შავთა წინაშე დაჩოქება?! შავებმა, ის რევოლუცია პირწმინდად მოიგეს. ამჯერად ჯერი ლგბტ-ზეა. და თუ ეს უკანასკნელი სრული დიქტატურის დამყარებას შეეცდება — კონსერვატიული ძალები ვალში არ დარჩემიან. ეს კი ხელჩართული დაპირისპირებით დასრულდება — იარაღიანი ხალხის, ანუ შიდა ომით, სამოქალაქოს რომ ეძახიან.
მანამდე კი რა გვაქვს? აშშ-ს პოლიტიკაში ორი ლიდერის აღიარება — აშშ-ი ფაშისტური ქვეყანაა.
დემოკრატებს, არსებული პოლიტიკური სისტემის შეცვლა სურთ, სიმტკიცის მიმართულებით. მათი აზრით, სისტემის სიმტკიცე ლიბერალურ ფაშიზმზე გადის. რა განსხვავებაა ლიბერალურ და იმ ფაშიზმს შორის, რომელმაც ათეული მილიონობით ადამიანი გაწყვიტა? დიდი არაფერი. ლიბერალური ფაშიზმი მუსრს ავლებს სლავებს, განსაკუთრებით უკრაინელებს. ამ ფაშიზმის მსხვერპლია რუსეთის მოქალაქეც.
უკრაინული ფაშიზმის რეანიმაციაში აშშ-ა შეიტანეს დიდი წვლილი. მიზანი ამერიკისა იყო და არის შორს მიმავალი — უკრაინა-რუსეთის დაპირისპირება, რუსეთის დამარცხება, რუსეთის დაქუცმაცება, მისი სიმდიდრეების ხელში ჩაგდება.
ამ პროექტის განხორციელებისთვის მტკიცე პოლიტიკური სისტემაა საჭირო. ვაშინგტონის აზრით, ასეთი ფაშიზმია. ეს იდეოლოგია — მჭიდროდ მოთანამშრომლე ლგბტ-სთან არა მარტო ევროპაში განამტკიცებს მოფამფალებულ პოლიტიკურ სისტემას ე.წ. ლიბერალურს, არამედ თვით ამერიკაშიც დაამყარებს წესრიგს.
ასე, რომ ტრამპის განცხადება ლიბერალურ ფაშიზმთან დაკავშირებით სულაც არ არის გასაკვირი. მარტო ერთი მაგალითიც კმარა — ამერიკული ლიბერალური ფაშიზმის დასახასიათებლად — ტრამპის სასახლის ჩხრეკვა. დემოკრატთა მიერ წახალისებულმა ახალმა იდეოლოგიამ არც ყოფილი პრეზიდენტი დაინდო.
ამერიკელთა ინიციატივა ფართო გასაქანს პოულობს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში განსაკუთრებით ყოფილ სამ საბჭოთა რესპუბლიკაში, მანამდე გერმანიის ფაშიზმთან ჩახუტებულში, პოლონეთში, ჩეხეთში და, ჰოი საოცრებავ, თვით გერმანიაში. ეს უკანასკნელი გაყუჩებული იყო საბჭოთა კავშირის არსებობის დროს, მაგრამ მას შემდეგ თვინიერება, აგრესიულობამ ჩაანაცვლა. შედეგიც სახეზეა — ნაცისტური უკრაინისთვის იარაღის მიწოდება, ფულადი დახმარების გაწევა.
ანტირუსული სულისკვეთება სუფევს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, მათგან, განსაკუთრებით ლატვიაში. სულ ახლახანს ლატვიის პრეზიდენტმა ევლის ლევიტსმა ამ ქვეყანაში მცხოვრებ რუსთა მიმართ განაცხადა — ისინი იზოლაციაში უნდა მოვაქციოთო.
ლატვიის მოსახლეობა ერთი მილიონი 875000-ია. აქედან 454000-ზე მეტი რუსი ეროვნების, რომელთა ნაწილი 302000 ლატვიის მოქალაქეა, დანარჩენი — „არამოქალაქეები“. ასეთი სახელი შეარქვა ლატვიის ხელისუფლებამ ვითომ არასანდო რუსებს.
ლევიტსი ებრაელია. ის გერმანიაში ცხოვრობდა და 1992 წელს დაბრუნდა ლატვიაში.
პრეზიდენტს არ ჩამორჩა ლატვიის სეიმი (პარლამენტი), რომელმაც რუსეთი ტერორიზმის სპონსორ ქვეყნად გამოაცხადა, ხოლო საგარეო საქმეთა მინისტრმა ედგარ რინკევიჩმა განაცხადა ლატვიის მოქალაქე რუსების ქვეყნიდან გასახლების თაობაზე. ლატვიის მთავრობას მყარი ფაშისტური კურსი აქვს აღებული — რუსებისა და რუსულენოვანი მოსახლეობისგან ლატვიის გათავისუფლება.
პრეზიდენტის განცხადება რუსთა იზოლაციის თაობაზე არცთუ იოლი განსახორციელებელია. მაგალითად, რიგაში 243000 რუსი ცხოვრობს. მათ რეზერვაციაში შეყრიან?
არადა, რუსებმა უდიდესი წვლილი შეიტანეს ლატვიის განვითარებაში. ლატვია მათი სამშობლოა, მაგრამ დღეს მათ ისე ეპყრობიან, როგორც საძულველ მომხდურებს, განსაკუთრებით „არამოქალაქეებს“. ისინი 120000-ს შეადგენენ. მათ ნაცრისფერი პასპორტი აქვთ. „არამოქალაქეებს“ ეკრძალებათ არჩევნებში მონაწილეობა; არმიასა და პოლიციაში მუშაობა; ეკრძალებათ ფარმაცევტობა, ადვოკატობა, ნოტარიუსობა. მათ ნაკლები პენსია აქვთ. „არამოქალაქეებს“ ევროპაში მხოლოდ 90 დღით შეუძლიათ ყოფნა. და ეს ყველაფერი ხდება „დემოკრატიულ“ ევროკავშირში.
ხშირად მსმენია, უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი — ებრაელი, არ შეიძლება იყოს ფაშისტიო. ლატვიის პრეზიდენტი ებრაელი ლევიტსი?!
როგორც ჩანს, დღევანდელ მსოფლიოში ისეთ ფერიცვალებას აქვს ადგილი — დაუჯერებელი, დასაჯერებელი რომ ხდება; ფაშიზმი, ნაციზმი მისაღები იდეოლოგია — დემოკრატიის საბურველში გახვეული.
ზელენსკის, ლევიტსის, სხვა ევროპელ ლიდერთა ნაცისტური პოლიტიკა — ხელში საგოგმანებია ევროპაში. არის ასეთი ევროატლანტიკური სივრცე დემოკრატიის ნაკრძალი თუ აუტანელი სამყარო, სადაც სუნთქვა ჭირს?
ჰამლეტ ჭიპაშვილი