რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში შეჭრას „მტრის ქმედებებზე სარკისებური პასუხი“ უწოდა. ამის შესახებ მან აღმოსავლეთ ეკონომიკური ფორუმის პლენარულ სესიაზე გამოსვლისას განაცხადა.
პუტინის თქმით, უკრაინის ომის შედეგად რუსეთს არაფერი დაუკარგავს და მსოფლიო პოლარიზაციამ მხოლოდ სარგებელი მოუტანა.
„ვფიქრობ, რომ არაფერი დაგვიკარგავს და არც დავკარგავთ, შეძენის თვალსაზრისით, შემიძლია ვთქვა, რომ მთავარი შენაძენი არის ჩვენი სუვერენიტეტის გაძლიერება და ეს არის გარდაუვალი შედეგი იმისა, რაც ახლა ხდება“, – განაცხადა პუტინმა.
როგორც რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, სამხედრო ოპერაციების თვალსაზრისით, რუსეთის ფედერაციას არაფერი დაუწყია, მხოლოდ დასრულებას ცდილობს.