„აუცილებლად ჩატარდება“ – რუსეთი რეფერენდუმის ახალ თარიღს ასახელებს

კვლავ გადაიდო რეფერენდუმის გამართვა დონბასის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს   ტერიტორიებზე.  ამის შესახებ RBC „ერთიანი რუსეთის“ გენერალური საბჭოს მდივნის ანდრეი ტურჩაკის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება. მისი თქმით, ეროვნული ერთიანობის დღე არის ისტორიული თარიღი, რომელიც „ყველას გვაერთიანებს „რუსული სამყაროს“ სივრცეში.

მანვე აღნიშნა, რომ ეს არის ის, რაზედაც ოცნებობდნენ დონბასის და გათავისუფლებული ტერიტორიების მცხოვრებლები. ტურჩაკის ინფორმაციით, რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე  რეფერენდუმი 4 ნოემბერს გაიმართება.

„წელს რეფერენდუმი აუცილებლად ჩატარდება და ამაში ეჭვი არავის ეპარება“, – აცხადებს ტურჩაკი.