ბორელი ღარიბაშვილს: გვქონდა შესაძლებლობა დაგვეფასებინა თქვენი ძალისხმევა მშვიდობიანი მოგვარების საკითხებზე

ბატონო პრემიერ-მინისტრო, გვქონდა შესაძლებლობა დაგვეფასებინა თქვენი ძალისხმევა მშვიდობიანი მოგვარების საკითხებზე- ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ჟოზეფ ბორელის თქმით, საბჭოს სხდომის ერთ- ერთი განსახილველი საკითხი იყო, თუ როგორ შეუძლია ევროკავშირს, დაეხმაროს საქართველოს გამოწვევების დაძლევაში.

„ბატონო პრემიერ-მინისტრო ჩვენ ასევე გვქონდა შესაძლებლობა დაგვეფასებინა თქვენი ძალისხმევა მშვიდობიანი მოგვარების საკითხებზე. ასევე ხაზი გავუსვით იმას, რომ ძალიან მტკიცედ ვგმობთ რუსეთის ომს და აგრესიას უკრაინაში და რეგიონულ გამოწვევებზე გვექნება საუბარი საღამოს ვახშამზე. ევროკავშირი მიზნად ისახავს, რომ იმუშაოს ჩვენი სამეზობლოს ძლიერ ძალისხმევაზე და ამ მიმართულებით ასევე ვიმუშავებთ საქართველოს მედეგობის გაძლიერებაზე, განსაკუთრებით იმ მიმართულებით, რაც გულისხმობს კიბერუსაფრთხოებას და დეზინფორმაციასთან ბრძოლას. ჩვენ ვიცით, რომ საქართველო სერიოზულად მოექცა ახალი გეოპოლიტიკური სიტუაციის გავლენის ქვეშ. დღეს ასევე ვიხილავდით და გავაგრძელებთ საუბარს რა თქმა უნდა იმის შესახებ, თუ როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ საქართველოს ამ გამოწვევების დაძლევაში იმისთვის, რომ მთელი ეს პროცესი ახალი სირთულეების გარეშე გადალახოს”,- აღნიშნა ჟოზეფ ბორელმა.