ბორელმა უკრაინის დახმარების გამო დაცარიელებულ ევროპულ არსენალებზე დაიჩივლა

სააგენტო “ასოშეიტედ პრესი” ავრცელებს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის ევროკომისრის, ჟოზეპ ბორელის განცხადებას, სადაც, უკრაინისთვის აღმოჩენილი სამხედრო დახმარების ფონზე, ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის რეზერვების მნიშვნელოვან “გამოფიტვაზეა” საუბარი.

 

“ევროკავშირის წევრ-სახელმწიფოთა სამხედრო მარაგები, მე ვერ ვიტყვი, რომ ამოწურულია, მაგრამ, მნიშვნელოვანწილად გამოიფიტა, რადგან ჩვენ უკრაინელებს დიდი პოტენციალით უზრუნველვჰყოფთ” – განაცხადა ბორელმა ევროპელ პარლამენტარებთან დებატების ფარგლებში.

ევროკავშირის მთავარმა დიპლომატმა მოუწოდა წევრ-ქვეყნებს, განაახლონ არსენალების შევსება სამხედრო შეკვეთების გაერთიანების გზით. ასეთი მიდგომა, ბორელის აზრით, ხელს შეუწყობს ხარჯების გარკვეულ შემცირებას ევროპაში არსებული საგრძნობი კრიზისის ფონზე. მეტიც, ბორელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირს უკრაინის შეიარაღებული ძალების მომზადების დაწყება ჯერ კიდევ ერთი წლის წინ უნდა დაეწყო.

შეგახსენებთ, რომ მანამდე ამერიკულმა გამოცემამ The Wall Street Journal აღიარა, რომ უკრაინის მიერ ბრძოლის ველზე დასავლეთის შეიარაღებების და საბრძოლო მასალის ათვისების ტემპები იმდენად აჭარბებს მათი წარმოების ტემპებს, რომ ჭარბი მარაგები, რომლებიც მანამდე გადაეცა უკრაინას, თითქმის ამოწურული აღმოჩნდა. შედეგად, ნატო შეეჯახა მოწინავე შეიარაღებების მარაგების მკვეთრ კლებას.