ჩინეთისა და რუსეთის პრეზიდენტები უზბეკეთში, „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ სამიტის ფარგლებში შეხვდებიან

ჩინეთისა და რუსეთის პრეზიდენტები, სი ძინპინი და ვლადიმერ პუტინი მომავალ კვირას უზბეკეთში „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ სამიტის ფარგლებში შეხვდებიან. ამის შესახებ ჟურნალისტებს ჩინეთში რუსეთის ელჩმა ანდრეი დენისოვმა განუცხადა.

მედიის ცნობით, ეს სი ძინპინისთვის, კორონავირუსული პანდემიის პირველი დღეების შემდეგ, პირველი საზღვარგარეთული ვიზიტი იქნება.

„შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ სამიტი სამარყანდში 15-16 სექტემბერს გაიმართება.