„მე კომიკურად მიმაჩნია ამის ნიკა მელიას ინიციატივად მონათვლა. მე თუ კიდევ ერთხელ დავიწყებ ვადამდელ არჩევნებზე საუბარს, ეს ჩემი ინიციატივა გახდება?! „კარგი იქნება ვადამდელი არჩევნები“ – თქვენ ახლა მიხვალთ და კითხავთ მელიას ბოკერიას ინიციატივაზე რას იტყვითო?! – არა, ჰო და ზუსტად ასევე მინდა ვთქვა, ეს არანაირი მელიას ინიციატივა არ არის, ეს არის მორიგი ჰაერის გამოშვება.“ – ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიების შეხვედრას
„ეს პოზიცია არსებობს დიდი ხანია და ევროპულ საქართველოს ეს პოზიცია გვაქვს თავიდანვე, როცა სულელურ ლაპარაკს ჰქონდა ადგილი, რომ 12 პუნქტზე შეძლებდნენ თუ ვერა შეთანხმებას და წლის ბოლომდე რეჟიმის დასრულებას რომ აანონსებდა მელია გახსოვთ შარშან? ჩვენ მაშინ ვიძახდით, რომ ამოცანა შეიძლება იყოს ვადამდელი არჩევნები, ოღონდ არ შეიძლება რაღაც მოლოდინი შემქნა, რაღაც ზღვარი დააწესო, იმიტომ რომ სანამ არ არის საზოგადოებრივი მშვიდობიანი პროტესტი იმ ხარისხით, რომ იძულებული გახადო რეჟიმი, ვერ მიაღწევ ამას.
ამიტომ ჩვენ გვაქვს მისაღწევი ამოცანა, რომ საზოგადოების ისეთი მობილიზება იყოს, რომ არჩევნებზე, როცა არ უნდა ჩატარდეს ის, ან ვადიანი 2024ში ან ვადამდელი, რაც ძალიან სასურველია, მაგ ნაწილში მელიას ვეთანხმები, რა თქმა უნდა, გადაწონოს ივანიშვილის უკანონო ქმედებები.
ეს არის მისაღწევი და ამისთვის საჭიროა ბევრად მეტი მოქალაქის ჩართვა ამ პროცესში, ხოლო ვადამდელი არჩევნების მისაღწევად საჭიროა, რომ ეს მოქალაქეები შემდეგი წლის განმავლობაში მზად იყვნენ გრძელვადიანი, მოთმინებიანი პროტესტისთვის და ამას სჭირდება პოლიტიკური პროცესისთვის მოქალაქეების ნდობის დაბრუნება, ხოლო ამ ნდობის დაბრუნება სჭირდება იმ მოთამაშეებისგან, მათ შორის ყველაზე მსხვილი მოთამაშისგან ნაციონალური მოძრაობისგან, დემონსტრირება იმის, რომ როგორ ცუდად მოიქცნენ, როცა მოატყუეს ამომრჩეველი ბევრჯერ ჩვენგან განსხვავებით.