„ქართულ ოცნებასთან“ უპირატესობა გვაქვს იმაში, რომ ისინი არიან ერთი და ყიდიან მეორეს. ისინი არიან პრორუსულები და უნდათ, რომ მიყიდონ პირველ რიგში საქართველოს მოქალაქეებს და მერე ჩვენს უცხოელ პარტნიორებს, რომ ვითომ პროდასავლურები არიან _ ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში ისაუბრა.
„ქართულ ოცნებას“ ახასიათებს, რომ „ჩამოკიდებს ხოლმე რაღაც სატყუარებს. ამ სატყუარას ჩვენ მათ გავუნადგურებთ იმიტომ, რომ ისინი მოქმედებენ საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. ჩვენკენ არის სიმართლე. ჩვენ რა გვაქვს იცით მთავარი უპირატესობა „ქართულ ოცნებასთან“? ჩვენ რაც ვართ იმას ვამბობთ, ჩვენ მედასავლეთეები ვართ და დასავლეთისკენ და ევროპისკენ გვინდა სწრაფად წავიყვანოთ ქვეყანა. „ქართულ ოცნებასთან“ უპირატესობა გვაქვს იმაში, რომ ისინი არიან ერთი და ყიდიან მეორეს. ისინი არიან პრორუსულები და უნდათ, რომ მიყიდონ პირველ რიგში საქართველოს მოქალაქეებს და მერე ჩვენს უცხოელ პარტნიორებს, რომ ვითომ პროდასავლურები არიან. ცოტა დაგვრჩა იმისთვის, რომ ქვეყნის შიგნით და გარეთ სრული კონსენსუსი იყოს იმაზე, რომ „ქართული ოცნება” არის პრორუსული ძალა. როგორც კი ამას მივაღწევთ, ისინი გაქრებიან და აღიგვებიან პირისაგან მიწისა“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.