კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა თბილისში გამართულ საერთაშორისო კონფერენციას „დიდება უკრაინას!“ ეხმაურება, სადაც კონფერენციის მონაწილეებმა უკრაინული სიმღერა შეასრულეს.
„ეს დღეები – უმძიმესი ბრძოლები, ასეულობით დაღუპული და დაჭრილი უკრაინის ფრონტზე. თბილისში კი – „დიდება უკრაინას“ ამოფარებულები! „გვამებზე მოცეკვავე“ კრემერები, ფოტიგები, ჰოჯესები, ტორტონები და აქაური ჭინკები – რას უპირებენ ჩვენს სამშობლოს, ხომ ყველასათვის ცხადია! პასუხს დაელოდეთ!“ – წერს გოგა ხაინდრავა „ტვიტერზე“.