გორში რამდენიმე ნარკორეალიზატორი დააკავეს

შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ვალერი თელია აცხადებს, რომ გორში სპეცოპერაციის დროს რამდენიმე ნარკორეალიზატორი დააკავეს.

„შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის და გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ მოსამართლის განჩინების საფუძველზე ქალაქ გორში, ჩატარდა მასშტაბური სპეცოპერაცია, რა დროსაც დაკავებულ იქნა რამდენიმე ნარკორეალიზატორი.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. დამატებით ინფორმაციას და ფარულ ჩანაწერებს შინაგან საქმეთა სამინისტრო გაავრცელებს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სპეცოპერაცია“, – აცხადებს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე.

შეგახსენებთ, 7 სექტემბერს სპეცოპერაცია ჩატარდა გორში, კომბინატის დასახლებაში. სპეცოპერაცია, ასევე, მიმდინარეობს თბილისში თევდორე მღვდლის ქუჩაზე.