იაგო ხვიჩია: დასავლელი პარტნიორები ძალადობენ ჩვენს პოლიტიკოსებზე

ფაქტობრივად ჩვენი დასავლელი პარტნიორები ძალადობენ ჩვენს პოლიტიკოსებზე, რომ რამენაირად შეარიგონ ერთმანეთს და მათი ავტორიტეტი საკმაროსი არ არის ამათ შესარიგებლად _ ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

“ამ წუთას არც ერთი მხრიდან,არც ხელისუფლების და არც ოპოზიციის მხრიდან, არ ჩანს სურვილი, რომ ვინმეს შეთანხმება უნდა. ფაქტობრივად ჩვენი დასავლელი პარტნიორები ძალადობენ ჩვენს პოლიტიკოსებზე, რომ რამენაირად შეარიგონ ერთმანეთს და მათი ავტორიტეტი საკმაროსი არ არის ამათ შესარიგებლად. შერიგების გარეშე კი 12 პუნქტის შესრულება არ გამოდის. ჩემი აზრით, შერიგებისთვის ბევრი რამ უნდა გავაკეთოთ. მაგალითად “ნაციონალურ მოძრაობას” არ უნდა ჰქონდეს სათქმელი, რომ ჩემი ლიდერი ციხეშია და რა შერიგებაზე მელაპარაკებით. ჩემი აზრით, ამ პროცესში აუცილებლაფ ჩართული უნდა იყოს ეკლესია, მაგრამ ჯერჯერობით, ვერც ხელისუფლების და ვერც ოპოზიციის მხრიდან ვერ ვგრძნობ შერიგების რეალურ სურვილს”_ განაცხადა იაგო ხვიჩიამ.