ვრცელდება უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის სახელზე გაკეთებული ახალი ვიდეომიმართვა – უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეების კიდევ ერთი ჯგუფის მიერ. ჯარისკაცები ზემდგომ ხელმძღვანელობას ბრალს სდებენ დანაშაულებრივი ბრძანებების გაცემასა და ჯარისკაცების “საზარბაზნე ხორცად” გამოყენებაში.
ვიდეომიმართვა ამჯერად ჩაწერეს 59-ე განცალკევებული მსროლელი ბატალიონის მე-2 ასეულის მე-2 შენაერთის სამხედრო მოსამსახრეებმა. ისინი ამბობენ, რომ ამ მიმართვას აკეთებენ თავიანთი დაღუპული თანამებრძოლების საპატივსაცემოდ, ასევე უკრაინის საზოგადოების ინფორმირების მიზნით, თუ რა ხდება 53-ე განცალკევებულ მეწანიზებულ ბრიგადაში, სადაც ისინი იყვნენ მივლინებულნი.
“იმ შემთხვევაში, თუკი ჩვენ უკვალოდ დავიკარგებით, გთხოვთ, ამაში ბრალი დასდოთ 53-ე მექანიზებული ბრიგადისა და 59-ე მსროლელი ბრიგადის ხელმძღვანელობას, ვინაიდან საბრძოლო მოქმედებების სრულყოფილი წარმოებისთვის აუცილებელი ტექნიკური საშუალებების უქონლობის გამო, მიმაგრებული მსროლელი ასეულები, მათ მიერ გამოიყენებიან “საზარბაზნე ხორცად”. ხელმძღვანელობა მათ აძლევს ბრძანებებს უკვე ნასროლ მონაკვეთებზე, მტერთან უშუალო სიახლოვეს, პოზიციების მოსაწყობად. ამასთან, ბედის ანაბარა ტოვებენ დაჭრილებს, არ გამოაქვთ დაღუპულთა გვამები. ამას ასაბუთებენ იმით, რომ ევაკუაციის ჩატარება შეუძლებელია მათ საბრძოლო ერთეულებში მსხვერპლის გარეშე”.
ჯარისკაცები ასევე იუწყებიან, რომ ხელმძღვანელობა არ აღნუსხავს დაღუპულ სამხედროებს, მათ “უგზო-უკვლოდ დაკარგულის” სტატუსს ანიჭებს, ხოლო ისინი, ვინც მტრის არტილერიის მუშაობის შედეგად იძულებულია, უკან დაიხიოს, პოზიციების თვითნებურ მიტოვებაში ხდებიან ბრალდებულები, როგორც დამრღვევები. ამ განუკითხაობის მაგალითად სახელდება შემთხვევა, როდესაც 59-ე ბრიგადის მე-2 ასეულის მე-3 შენაერთის დაღუპულ უფროს ლეიტენანტ სერგეი ბობის და მის ზოგიერთ ჯარისკაცს ბრალად წაუყენეს პოზიციაზე გასვლა არაფხიზელ მდგომარეობაში. სამხედროები ირწმუნებიან, რომ ეს არის აბსოლუტური სიცრუე და ცილისწამება.
ჯარისკაცები უნდობლობას უცხადებენ 53-ე და 59-ე ბატალიონების ხელმძღვანელობას.
შეგახსენებთ, რომ მანამდე ასეთივე ვიდეომიმართვა ზელენსკისადმი ჩაწერეს უკრაინის შეიარაღებული ძალების 53-ე განცალკევებული მექანიზებული ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებმა. ამ ვიდეოზე ჯარისკაცებმა ისაუბრეს ხელმძღვანელობის უაზრო ბრძანებებზე, მინიმალური მატერიალური და ტექნიკური უზრუნველყოფის არარსებობაზე და სხვ. ბრიგადის განადგურების შემდეგ, სამხედროებმა უარი თქვეს დანაშაულებრივი ბრძანებების შესრულების გაგრძელებაზე, რის გამოც ისინი განაიარაღეს და მიაგდეს საცეცხლე ხაზის მათთვის უცნობ მონაკვეთზე.