ბელარუსმა პოლონეთის საზღვართან ახლოს სამხედრო წვრთნები დაიწყო. ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წვრთნები ერთდროულად ბელარუსის დედაქალაქ მინსკთან, პოლონეთის საზღვართან ახლოს მდებარე ქალაქ ბრესტსა და ვიტებსკის რაიონებში დაიწყო.
როგორც ცნობილია, სახედრო წვრთნები 14 სექტემბრამდე გაგრძელდება. ბელარუსის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ წვრთნები ეუთო-ს პრინციპების შესაბამისად მიმდინარეობს.