„სამარცხვინო განცხადება! ისეთივე უგუნური, როგორც ევროპარლამენტის რეზოლუცია!“ – ამ სიტყვებით ეხმაურება კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა აშშ-ის საელჩოს მიერ გაკეთებულ განცხადებას, სადაც აღნიშნულია, რომ პარლამენტის გადაწყვეტილება, გამიზნულად მიეღო მოსმენების შესახებ კანონი, ევროპულ სტანდარტებთან თანხვედრაში არ არის.
„სამარცხვინო განცხადება! ისეთივე უგუნური, როგორც ევროპარლამენტის რეზოლუცია. როდემდე უნდა ახდენდეთ აშშ-ის დესკრედიტაციას და ინტერესების შელახვას თქვენი უმეცრებით?! ჩვენ ხომ ერთადერთი ერთგული და სანდო პარტნიორი ვართ აშშ-ის და ევროპის ამ უმნიშვნელოვანეს რეგიონში! გონს მოდით!“ – წერს გოგა ხაინდრავა ტვიტერზე.