არახამია არის ადამიანი, რომელსაც საკუთარი გუნდის თავმჯდომარემ ანუ პრეზიდენტმა საერთაშორისო პასპორტი შეუჩერა და თქვა, რომ აშშ-სა და ევროპაში უსაქმურად დარბოდა. ეს ადამიანი დასაქმდა საქართველოს პრობლემებით? ქართულიც არ იცის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებს დასმული შეკითხვის საპასუხოდ განუცხადა, რომელიც უკავშირდება უკრაინის რადაში ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის დავით არახამიას ახალი მიმართვას, სადაც ვედპლატფორმაზე გამოქვეყნებულ სიებზე საუბრობს.
მისი თქმით, დავით არახამია პოლიტიკაში ხელმოცარულია და მას სერიოზულად არავინ აღიქვამს.
„დავით არახამია სანქციებს ჩვენ გვიწესებს? არახამია არის ადამიანი, რომელსაც საკუთარი გუნდის თავმჯდომარემ ანუ პრეზიდენტმა საერთაშორისო პასპორტი შეუჩერა და თქვა, რომ აშშ-სა და ევროპაში უსაქმურად დარბოდა. ეს ხომ ვნახეთ? წარმოიდგინეთ, არახამიას ფრაქციის თავმჯდომარე ჰქვია და პასპორტს იმიტომ ართმევენ, უსაქმური ხარო. ეს ადამიანი დასაქმდა საქართველოს პრობლემებით? ქართულიც არ იცის. არახამიების და პოდოლიაკისნაირების განცხადებებს სერიოზულად ნუ აღიქვამთ. ქვეყანა ომშია, მე მხარს ვუჭერ უკრაინელ ხალხს და უკრაინას. ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა აქვს, მტერი უტევს და ამაზე იყვნენ კონცენტრირებული – რა დროს საქართველოს თემებია. დავით არახამია პოლიტიკაში ხელმოცარულია, მას სერიოზულად კაციშვილი არ აღიქვამს, პასპორტი საკუთარი ქვეყნის პრეზიდენტმა ჩამოართვა, ასეთ ადამიანზე მაკარგვინებთ დროს?“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.