რაც ოცნება მოვიდა გახუთმაგდა და გაათმაგდა ჯარიმები, ჯოჯოხეთი ტრიალებს … – გიგი უგულავა

პოლიტიკოსი გიგი უგულავა ფეისბუქზე წერს, რომ ოცნების ხელისუფლების პირობებში გახუთმაგდა და გაათმაგდა ჯარიმები:
“მახსოვს ბრალდება – ჯარიმებით ბიუჯეტს ავსებენო.

რაც ოცნება მოვიდა გახუთმაგდა და გაათმაგდა ჯარიმები. ჯოჯოხეთი ტრიალებს მძღოლების თავს და კაცი შვილი მომკითხავი არაა.
ზოგადად, ცხოვრებამ გვასწავლა, რომ ჯარიმის ზრდა თუ ზღვარს გადაცდა, კარგავს დარღვევის პრევენციის ფუნქციას, – და ყველანაირ ფუნქცის, გარდა საარჩევნოსი. არჩევნების წინ ჩამოწერენ ამ ჯარიმებს.
უკუღმართი და უნამუსო გზაა ეს.”