შსს-ს 12 წლის გოგოს გაუპატიურების მცდელობისთვის 70-წლამდე კაცს ეძებს

პოლიცია 70-წლამდე ასაკის კაცს ეძებს, რომელსაც 12 წლის გოგონაზე სექსუალური ხასიათის დანაშაულის ჩადენას ედავებიან. შემთხვევა შიდა ქართლის რეგიონში მოხდა.

როგორც  შნაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებს, ტარდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. გამოძიება დაწყებულია სსკ- ის 19-137-ე მუხლით, რას გაუპატიურების მცდელობას გულისხმობს.