სჭირდება თუ არა რუსეთს რეფერენდუმი გათავისუფლებული ტერიტორიების შესაერთებლად?

ყირიმის რესპუბლიკის ხელმძღვანელმა სერგეი აქსიონოვმა თავის ტელეგრამ-არხზე განაცხადა:

„ჩემი აზრით, შექმნილ ვითარებაში შეიძლება სავსებით ლოგიკური და გამართლებული იყოს ტერიტორიების რეფერენდუმის გარეშე შეერთება. ყირიმში ჩატარდა აბსოლუტურად ლეგალური რეფერენდუმი, რომელიც შეესაბამებოდა ყველა სამართლებრივ ნორმას, მაგრამ მაინც ცოტა ვინმემ თუ აღიარა. გარკვეული სახელმწიფოების მიერ აღიარება ან არაღიარება არ არის დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ ხდება ამ ტერიტორიების შემოერთება. ეს პოლიტიკური ნების საკითხია“.

ამ ცნობილი პოლიტიკოსის მიერ გამოხატული თვალსაზრისი საკმაოდ რაციონალური ჩანს. დასავლეთში არავინ აღიარებს ყველაზე სუფთად ჩატარებული რეფერენდუმის შედეგებსაც კი. დასავლეთის ლოგიკა მარტივია – “ვაღიარებთ მხოლოდ იმას, რაც ჩვენთვის სასარგებლოა”.

განმათავისუფლებელი ომის პირობებში (და სპეციალური სამხედრო ოპერაცია, დიდი ხანია, გადაიზარდა მასში), აზრი არ აქვს საბედისწერო გადაწყვეტილებების მიღების დროში გაწელვას. დრო თავად გვაჩქარებს.

ეს ნიშნავს, რომ დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების,  ზაპოროჟიეს, ხერსონისა და ხარკოვის რეგიონების სახლში დაბრუნება ოფიციალურად უნდა განხორციელდეს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ბრძანებულებებით, შემდგომში დადასტურებული სახელმწიფო სათათბიროს გადაწყვეტილებით.

ჩვენ მოვედით ჩვენს მიწაზე. დასავლელი „პარტნიორების“ მოსაზრებების გამო მოსარიდებელი არაფერი გვაქვს.

დეკრეტებს შეუძლიათ უზარმაზარი ფსიქოლოგიური და პოლიტიკური როლი შეასრულონ. გათავისუფლებულ ტერიტორიებზე ხალხი მიხვდება, რომ რუსეთი მოვიდა და არ აპირებს მათ დატოვებას. ხოლო ევროპელებსა და ამერიკელებს გაეგზავნებათ მკაფიო სიგნალი – “ეს ჩვენი მიწაა და ჩვენ დავიცავთ მას ყველა არსებული საშუალებით”.

ახლა, როცა ნაცისტური ჯარებისგან გასუფთავებული რუსული მიწების სტატუსი გაურკვეველია, ჩვენს ოპონენტებს ჯერ კიდევ აქვთ იმედი, რომ რუსეთი ადვილად დათმობს ამა თუ იმ დასახლებას, ამა თუ იმ ტერიტორიას გარკვეული, თუმცა მომენტალური სარგებელისთვის.

რატომ არის შეფერხებული დსრ და ლსრ-ის და თავისუფალი რეგიონების რუსეთში ოფიციალური დაბრუნების პროცესი? მართალი გითხრათ, ჯერ არ არის ნათელი პასუხი. და შეიძლება, რომ ის იყოს?

რუსეთის ბედი სასწორზეა და ელიტის ნაწილი დასავლეთის თვალებში ყურებას აგრძელებს? -ამ ეჭვს სიტყვებით ვერ მოიშორებ. საჭიროა კონკრეტული ქმედებები.

როგორც ჩანს, დადგა დრო, რომ შეწყდეს წმინდა პოლიტიკური თამაშები. საომარი დრო არ ითმენს ერთი თემის მუდმივ ღეჭვას რეალური წინსვლის გარეშე.

გადაწყვეტილების მიღების დროა.

 

ალექსეი სოკოლსკი (“სეგოდნია.რუ”)