“კრემაცია უფრო გამოგადგებათ, თუ ბანალური დასაფლავება” – დავით ქართველიშვილი „მთავარ არხს“

ტყუილად ირჯებით – მიხედეთ საკუთარ „წესის აგებას“, რომლის შემდეგ გადაწყვიტეთ: კრემაცია უფრო გამოგადგებათ, თუ ბანალური დასაფლავება , – ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში ექსპერტი დავით ქართველიშვილი „მთავარი არხის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას მთავრობაში მოსალოდნელი საკადრო ცვლილებების შესახებ.

„განა იმიტომ ვწერ, რომ ორივეს პირადად ვიცნობ და ამ ურთიერთობით ვამაყობ – პრემიერსაც და სუს-ის უფროსსაც უდიდეს პატივს ვცემ, ოღონდ არა პირფერობის გამო, არამედ საქმიდან გამომდინარე. ამ უაზრო ჭორებს და ამ ორ მეგობარს შორის „შავი კატის გაშვებას“ არ შემიძლია არ ვუპასუხო: პრემიერმა ქვეყნისა და თითოეული ჩვენგანის ღირსება აიყვანა სათანადო დონეზე, ხოლო სუს-ის ხელმძღვანელმა „დერატიზაციის“ და „ეგზორციზმის“ რიტუალები ჩაატარა წარმატებულად ჩემს სათაყვანო უწყებაში. ასე რომ, ტყუილად ირჯებით – მიხედეთ საკუთარ „წესის აგებას“, რომლის შემდეგ გადაწყვიტეთ: კრემაცია უფრო გამოგადგებათ, თუ ბანალური დასაფლავება…“ – წერს დავით ქართველიშვილი.