უცნაური ხალხი ვართ ეს ქართველები, რაღაც უცნაური აშლილობები გვახასიათებს შიგადაშიგ…
მეცნერი მე არ გახლავართ, მაგრამ რაც შეუიარაღებული თვალით ჩანს, იმის არდანახვა რთულია ….
მოგეხსენებათ, მართლმადიდებლური სამეფო ერი ვართ და მიუხედავად საუკუნის წინანდელი ეპოქალური ცვლილებისა და ისტორიის თუ ერის ცხოვრების დღევანდებურად მიმდინარეობისა, გაუცნობიერებლად ძალიან მგრძნობიარეა ეს თემა ჩვენთვის….
ხოდა, რის თქმა მინდოდა….
უკვე რამდენიმეგან შემხვდა, პრინცი ჩარლზი თურმე ათონის მთას სტუმრობს ხოლმეო და მართლმადიდებლობის დიდი მეგობარია, შესაძლოა , მართლმადიდებელიც კიო…
ეს გიხაროდეს, ნამეტანი გულუბრყვილო უნდა იყო, წიგნიერებას აღარც ვითხოვ..
ჯერ ერთი, მამამისის და მთლიანად მამის ოჯახის ხაზის გამო საბერძნეთთან, რომ ახლო და თბილი დამოკიდებულება ჰქონდეს, რა გასაკვირია?!
მეორეც, ის მომავალი მეფეა დაბადებიდან და შესაბამისად ანგლიკანური ეკლესიის თავკაციც, ამის გათვალისწინებით მის მართლმადიდებლობაზე საუბარი უდიდესი აბსურდია….
აღარაფერს ვამბობ იმაზე,, საერთოდ, რომელი სამეფო კარის წარმომადგენელია და რა პოლიტიკით უცხოვრიათ საუკუნეების მანძილზე ..
ისე, კი , ზოგადად, ისტორიაში ცნობილია, ვის აღარ გაუსაღებია თავი “მერთლმადიდებდლობის მეგობრად” , შახებსაც კი ….
ასეთია პოლიტიკა…
ეს ორი ვაჟბატონიც დადის ათონზე წლებია და დიდ შესაწირებსაც აკეთებენ, სხვათაშორის ჩვენი ფულებით, მაგრამ რა, ვერ მოაწერეს შარშან ხელი გეი-მემორანდუმს, თუ ისე გახსოვთ მათგან რაიმე სასიკეთო ერისთვის??
ვისწავლოთ ადამიანების შეფასება მათი საერო, საქვეყნო საქმეებით!!!
რა გაუკეთებიათ ქვეყნისთვის, მისი ისტორიის, კულტურის და ეკონომიკის საუკეთესოდ განვითარებისთვის!!!
ესაა უპირველესი მაჩვენებელი!
მაია დვალიძე, სამოქალაქო აქტივისტი; სოციალური ქსელი