აშშ-ის საელჩო: სსრკ-ის დაშლის შემდეგ საქართველო დარჩა პოტენციურად სახიფათო მასალების მარაგის პირისპირ…

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ბევრი ყოფილი წევრი ქვეყანა, მათ შორის საქართველო დარჩა პოტენციურად სახიფათო ბირთვული, ქიმიური და ბიოლოგიური მასალების მარაგის პირისპირ, – ამის შესახებ ამერიკის საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული.

ათი თქმით, ამერიკის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტო (DTRA) ამ საკითხზე საქართველოს მთავრობასთან ერთად 1992 წლიდან მუშაობს და ერთ-ერთი ასეთი შეხვედრა ამ კვირაშიც იქნება, სადაც სამომავლო თანამშრომლობაზე იმსჯელებენ.

“საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ბევრი ყოფილი წევრი ქვეყანა, მათ შორის საქართველო დარჩა პოტენციურად სახიფათო ბირთვული, ქიმიური და ბიოლოგიური მასალების მარაგის პირისპირ. 1992 წლიდან შეერთებული შტატების თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტო (DTRA) საქართველოს მთავრობაში თავის პარტნიორებთან ერთად მუშაობს ამ მასალების უსაფრთხო შენახვის, დამუშავების, ტრანსპორტირებისა და განადგურების გაძლიერებული შესაძლებლობების დასანერგად. ამ კვირაში მიმდინარე პროექტებისა და სამომავლო თანამშრომლობის განსახილველად DTRA-ს გუნდი საქართველოს მთავრობის სხვადასხვა სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდება. ჩვენი მთავარი ამოცანაა, დავეხმაროთ საქართველოს იყოს უფრო უსაფრთხო და დაცული,” – წერია განცხადებაში.