ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო: ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე გარე კვების წყარო ჩაირთო

ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე გარე კვების წყარო ჩაირთო. ამის შესახებ საერთაშორისო ატომური სააგენტო იტყობინება.

გავრცელებული ინფორმაციით, აღდგენილია ელექტროგადაცემის სარეზერვო ხაზი, რაც რეაქტორის გასაგრილებლად და უსაფრთხოების ნორმების დასაცავად არის აუცილებელი.

ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს, მარტიდან რუსეთის შეიარაღებული ძალები აკონტროლებენ და იცავენ. ბოლო პერიოდში უკრაინულმა მხარემ სადგურის ინტენსიური საარტილერიო დაბომბვები განახორციელა, იყო დესანტის გადასმის წარუმატებელი მცდელობაც. საერთაშორისო ატომური სააგენტო ობიექტის “დემილიტარიზაციას” ითხოვს.