გერმანიის თავდაცვის მინისტრმა უარი განაცხადა უკრაინისთვის ძირითადი საბრძოლო ტანკების მიწოდებაზე

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა უარი განაცხადა უკრაინისთვის ძირითადი საბრძოლო ტანკების მიწოდებაზე. სააგენტო „როიტერის“ ცნობით, აღნიშნულის შესახებ კრისტინ ლამბრხტმა ბერლინში განაცხადა.

„ჯერჯერობით არც ერთ ქვეყანას არ მიუწოდებია დასავლური ქვეითთათვის განკუთვნილი საბრძოლო მანქანები ან ძირითადი საბრძოლო ტანკები. ჩვენ შევთანხმდით ჩვენს პარტნიორებთან, რომ გერმანია ცალმხრივად არ განახორციელებდა ასეთ ქმედებებს“, – განაცხადა ლამბრეხტმა, რომლის თარგმანსაც საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.