„ივანიშვილის რეჟიმის საფირმო ნიშანია წლების განმავლობაში, ვინც არ უნდა იყოს, რომელი პოლიტიკური არარაობაც არ უნდა იყოს ივანიშვილის ქვეშ ამა თუ იმ თანამდებობაზე, მათ შორის პრემიერმინისტრად, თავის ქება და თვითკმაყოფილება, ბიუროკრატიის ანუ მათი ნეპოტისტური, პოლიტიკურ-კორუფციული ინტერესების დაფინანსების ზრდა ხალხის ხარჯზე, გადასახადების ზრდა მთავრობის ზომის შეუმცირებლობა მოქალაქეების ხარჯზე და ინფლაცია“ – ასე აფასებს „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ირაკლი ღარიბაშვილის ბრიფინგს