თუ კარგად ჩავეკითხებით ბატონ პაატას, ავტორს ამ შეფასებისა, რომ ეს არის ფარსი, აღმოაჩენთ, რომ ყველაზე მეტად რასაც შეეფერება ეს სიტყვა, ეს არის მათი პოზიციები – ასე შეაფასა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, პაატა მანჯგალაძის განცხადება, სადაც მან საპარლამენტო სუბიექტებთან გამართულ შეხვედრას, ფარსი უწოდა.
„თუ კარგად ჩავეკითხებით ბატონ პაატას, ავტორს ამ შეფასებისა, რომ ეს არის ფარსი, აღმოაჩენთ, რომ ყველაზე მეტად რასაც შეეფერება ეს სიტყვა, ეს არის მათი პოზიციები. სინამდვილეში მართლა ფარსს ემსგავსება უკვე მათი მხრივ განხორციელებული ფუნქცია, ოპოზიციისა, ცოტა უცნაურად გამოიხატება მათი საპარლამენტო მოღვაწეობა. შეიძლება, რომ თავდაპირველად ჰქონოდათ პოზიცია, რომ არ ერთვებიან სამუშაო ჯგუფებში და თქმა იმისა, რომ ეს რეგლამენტით განუსაზღვრელი ფორმაა, ეს არასწორია და შემდგომ ბევრი რამ ერთმანეთს ემატება“, – ამის შესახებ მიხეილ სარჯველაძემ “პალიტრანიუსის” ეთერში განაცხადა.