ოლექსი დანილოვი – დამწყებმა ბლოგერმა, მედვედევმა უნდა იფიქროს არა უკრაინაზე, არამედ ისეთ სახელმწიფოზე, როგორიც არის ჩრდილოეთ კორეა და სადამის ბუნკერი, სადაც დაიმალება

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ოლექსი დანილოვი რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც კიევის კაპიტულაციით დაიმუქრა.

„დამწყებმა ბლოგერმა, მედვედევმა უნდა იფიქროს არა უკრაინაზე, არამედ ისეთ სახელმწიფოზე, როგორიც არის ჩრდილოეთ კორეა და სადამის ბუნკერი, სადაც დაიმალება და შეწყვეტს „რუსეთის“ წერას დიდი ასოთი. ის უნდა შეეგუოს იმ ფაქტს, რომ „მათ ჯერ უკანაც კი არ დაუხევიათ“, – წერს დანილოვი “ტვიტერზე”.

შეგახსენებთ, რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ ამჟამინდელი ულტიმატუმები საბავშვო მოთელვაა მომავლის მოთხოვნებთან შედარებით, რასაც უკრაინას წაუყენებენ და ეს არის კიევის რეჟიმის სრული კაპიტულაცია რუსეთის პირობებით.