ოფიციალური ანკარა საბერძნეთს აფრთხილებს

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ საბერძნეთი გააფრთხილა, სხვების სახელით ავანტიურა შეწყვიტოს.

„მაშინ, როდესაც ჩვენ ვცდილობთ პატივი ვცეთ ჩვენი მეზობლობის უფლებებს ეგეოსის [ზღვის] ორივე მხარეს, საბერძნეთი კვლავ აგრძელებს პროვოკაციებს. თუ სხვების სახელით ავანტიურას შეუდგებით, დღესაც მიიღებთ შედეგებს, როგორც წარსულში. ეს არის გაფრთხილება ჩვენი მეზობელი საბერძნეთისთვის“, – აღნიშნა თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

4 სექტემბერს, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საბერძნეთი ეგეოსის ზღვის დემილიტარიზებული კუნძულების შეიარაღებასა და ოკუპაციაში დაადანაშაულა.