რამზან კადიროვის განცხადებით, რუსმა სამხედროებმა უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის „სიურპრიზი“ მოამზადეს.
„ჩვენმა მებრძოლებმა უკრაინულ დაჯგუფებებს საინტერესო სიურპრიზი მოუმზადეს, რომლის შესახებაც მალე გახდება ცნობილი, ამასობაში კარტებს არ გავხსნი“, – წერს კადიროვი.
მან, ასევე, დასძინა, რომ სპეციალური სამხედრო ოპერაცია, წარმატებით მიიწევს წინ.
„ჩეჩნეთის ძალების სიმამაცის და გმირობის წყალობით, ასევე მოკავშირეთა ძალებთან კარგად ჩამოყალიბებული თანამშრომლობის წყალობით, ჩეჩნეთის რესპუბლიკის ქვედანაყოფების პასუხისმგებლობის ზონაში სპეციალური სამხედრო ოპერაცია წარმატებით მიიწევს წინ. დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევით მივიყვანთ საქმეს მტრის ბანდების სრულ დამარცხებამდე“, – დასძინა მან.