რუსეთი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიიდან თავისი სამხედროების გაყვანას არ გეგმავს

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის სპიკერის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთი არ გეგმავს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიიდან თავისი სამხედროების გაყვანას. ამის შესახებ პესკოვმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

ამასთან, როგორც პესკოვმა აღნიშნა, ატომურ ელექტროსადგურს უკრაინა ბომბავს და მნიშვნელოვანია, სწორედ უკრაინა აიძულონ შეაჩეროს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე ობიექტების „ბარბაროსული დაბომბვა“.

„ახლა საუბარი არ მიდის სამხედროების გაყვანაზე. ჩვენ კვლავაც მოვუწოდებთ ყველა ქვეყანას გამოიყენონ თავიანთი გავლენა – იმ ქვეყნებმა, რომლებსაც მსგავსი გავლენა აქვთ უკრაინულ მხარეზე და შეაჩერონ ეს ყოველდღიური თავდასხმები“,- განაცხადა პესკოვმა.