რუსეთმა ერთი ხელი გაიქნია და… – რა ხდება უკრაინის ჯარის მიერ “გათავისუფლებულ” და მიმდებარე ტერიტორიებზე?

რუსეთმა, როგორც იქნა, ხელი გაიქნია… 11 სექტემბერს საღამოს, რუსეთის არმიამ პირველად განახორციელა მასობრივი დარტყმები უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე, მათ შორის ზმიივსკას თბოენერგოსადგურზე, კრემენჩუგის თეს-ზე,  პავლოგრადის თეს-3-სა და ხარკოვის თეს-5-ზე.

ჩამოთვლილ თბოელექტროსადგურებიდან ბოლო, ხარკოვის, მდებარეობს ხარკოვის ოლქის დერგაჩევსკის რაიონის სოფელ პოდვორკიში და არის უკრაინის მეორე თბოსადგური კიევის თეს-6-ის შემდეგ, დადგენილი ელექტროსიმძლავრის მიხედვით (540 მგვტ-მდე). უკრაინის შეიარაღებული ძალების ჯგუფ “ვოსტოკის” საჰაერო სარდლობა იტყობინება, რომ მათ ჩამოაგდეს 11 რაკეტიდან 9, თუმცა, დარტყმების რაოდენობის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, აშკარად იცრუეს. ხარკოვში ძლიერი ხანძარი გაჩნდა.

დნეპროპეტროვსკსა და პოლტავაში წყალმომარაგება შეფერხდა და ელექტროენერგია ასევე დაიკარგა. პოლტავაში ელექტროენერგიის დენის გამო რამდენიმე ტროლეიბუსს ცეცხლი გაუჩნდა. უკრაინის რიგ ქალაქში ინტერნეტი გაქრა.

ხარკოვში მეტრო გაჩერდა. «Укрзализница» იტყობინება, რომ ხარკოვი-ივანო-ფრანკოვსკი და კიევი-შოსტკას მატარებლები გაჩერდა, რამაც მატარებლების სვლის გრაფიკის გაუქმება გამოიწვია. თვით კიევშიც ზოგან შუქი ჩაქრა. იუჟნოუკრაინსკისა და ხმელნიცკის ატომურ ელექტროსადგურებზე ენერგობლოკების ნაწილობრივ გამორთვა გახდა აუცილებელი. აღსანიშნავია, რომ სექტემბრის მეორე კვირა მეტეროლოგიურად მკაცრი გამოდგა და ბევრი ადამიანი ელექტროტექნიკით თბებოდა.

ყველაფერი მოულოდნელად მოხდა და შოკის ეფექტი იქონია (გამოხმაურებებითა და პანიკით თუ ვიმსჯელებთ) უკრაინელებზე, რომლებიც მეორე დღეა, “პერემოგა”- გამარჯვებას ზეიმობდნენ. “ჭეშმარიტების მაძიებელი”, უკრაინიდან გაქცეული ტოლიკ შარიი ესპანეთიდან ყვიროდა, რომ ადამიანები არაგაზიფიცირებულ სახლებსა და საავადმყოფოებში დარჩნენ, თუმცა რატომღაც დაავიწყდა, თუ როგორ  ანადგურებდნენ უკრაინელი ნაცისტები ელექტროგადამცემ ხაზებს, რომლებიც  ყირიმს ამარაგებდნენ ელექტროენერგიით. ტოლიკს ასევე დაავიწყდა, როგორ ესროდნენ უკრაინის შეიარაღებული ძალები ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს მთელი თვის განმავლობაში, როგორ ცხოვრობდნენ დონბასელები წლების განმავლობაში ელექტროენერგიის და წყლის გარეშე.

და ბედის ბუმერანგი მოვიდა. ჯერ-ჯერობით პირველად. რუსებმა დაარტყეს სუსტ წერტილში, სადაც ჩვეულებრივ ურტყამს თავად უკრაინა, რომელსაც თავი დაუმარცხებლად და დაუსჯელი მიაჩნდა. კიევში დარწმუნებულნი იყვნენ, რომ რუსეთის მიერ წარმოებული “უცნაური ომი” გაგრძელდებოდა და ისინი კი ითავხედებდნენ. არადა, მათ ვერ დააფასეს, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში რუსეთი ჰუმანურობას ავლენდა და არ ანადგურებდა მოწინააღმდეგის ინფრასტრუქტურას, მშვიდობიანი ხალხის ხათრით. ახლა უკრაინის რეჟიმი თავად უბიძგებს რუსეთს იქითკენ, რომ მან თავისი სამხედრო ძლიერება უფრო დიდი დოზით გამოიყენოს.

11 სექტემბერს „უკრენერგომ“ ოფიციალურად აღიარა: „დღეს ღამით, ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონის მთავარი ელექტროქსელების ობიექტები მტრული დაბომბვების შედეგად დაზიანდა. მომხმარებლები იმ ადგილებში, სადაც ელექტრომომარაგება გაქრა, შეძლებისდაგვარად მომარაგდებიან სარეზერვო ელექტროგადამცემი ხაზებიდან.

ჩვეულებრივი მოქალაქეებისგან განსხვავებით, რომლებიც შოკირებული იყვნენ მომხდარით და მიდრეკილნი არიან, გააანალიზონ თავიანთი უახლოესი პერსპექტივები, ხელისუფლება განაგრძობდა სისულელეების კეთებას. მაგალითად, “პოლტავვოდოკანალ”-მა, მოუწოდა მომხმარებლებს,  „აიტანონ უხერხულობა“, მაგრამ ამავე დროს რუსი ხალხის შეურაცხყოფა და ლანძღვა არა მხოლოდ შესაძლებელია, არამედ აუცილებელია! – ციტატი:

«оскорблять и проклинать русню в такое время не только можно, но и необходимо!»

რა თქმა უნდა, ქვეყნის პირველმა პირებმაც “იფეთქეს”. პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა აღნიშნა: “პირდაპირი მიზანმიმართული დარტყმები კრიტიკულ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე არის რუსეთის ტერორიზმის უპირობო გამოვლინება და მისი სურვილი,  მშვიდობიანი მოსახლეობა მასობრივად დატოვოს სინათლისა და სითბოს გარეშე. ასეთი ლაჩრული „პასუხი“ გასცეს რუსეთში საკუთარი ჯარის ბრძოლის ველიდან გაქცევაზე”. მის შემდეგ ზელენსკიმ, საღამოს მორიგე საუბრისას განაცხადა, რომ „რუსი ტერორისტები ტერორისტებად რჩებიან და კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ურტყამენ“.

საღამოს უმაღლესმა რადამ სწრაფად დაარეგისტრირა კანონპროექტი No8002 “ტერორისტული სახელმწიფოს და ტერორიზმის სახელმწიფო სპონსორის” სტატუსის შესახებ. ერთ დღეს, როგორც ჩანს, მიიღებენ ამ კანონს. თუკი დარბაზში სინათლე იქნება.

სხვათა შორის, პოდოლიაკსა და ზელიას კეკლუცობენ იმით, რომ ისინი “ნატოს სტანდარტების” მიხედვით აბრძოლებენ ჯარს. სწორედ ამ სტანდარტებით შეუტია ნატომ იუგოსლავიას 1999 წელს და გაანადგურა ამ ქვეყნის 120 ენერგეტიკული ობიექტი. ეს მათი სტანდარტია. და რადგან სტანდარტებია, სტანდარტები იყოს.

რას შეიძლება ველოდოთ უახლოეს მომავალში? უპირველეს ყოვლისა – გენერატორებზე, ელემენტებზე, სანთლებზე, ასანთზე, ნავთის ნათურებზე გამაოგნებელ აჟიოტაჟს. რა თქმა უნდა, დაიწყება ჩამოსხმული წყლის მასობრივი შესყიდვა და გამოვლინდება მომჭირნე დამოკიდებულება პლასტმასის ბოთლების მიმართ, რაც უკვე ნაცნობია თებერვლიდან მოყოლებული.

იქნება თუ არა მეტი დაბომბვები, განსაკუთრებით, “ზაპადენსჩინას” ომისგან ხელშეუხებელ, მაძღარ რეგიონებში, ჯერ-ჯერობით უცნობია. ბუნებრივია, ორი დანგრეული ელექტროსადგური არ არის საკმარისი გრძელვადიანი გამორთვისთვის, მით უმეტეს, რომ უკრაინულმა სამსახურებმა ელექტრომომარაგება შედარებით სწრაფად აღადგინეს ორ რეგიონში. ამიტომ პრობლემა უნდა გახდეს სისტემური, უფრო მეტიც – უნდა გახდეს მოუგვარებელი.

საამისო საფუძველი ჩაიყარა, როდესაც ზაპოროჟიეს სატრანსფორმატორო ქარხანა განადგურებულ იქნა.

თუ კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები გაგრძელდება, მაშინ უკრაინელებისთვის,  “პრიბალტიკის” პრემიერ-მინისტრების ამასწინანდელი გამოთქმის ანალოგიით (როდესაც ითქვა, რომ “ევროკავშირში ვიზიტი არა უფლება, არამედ პრივილეგიაა”) ელექტროენერგია გახდება არა უფლება, არამედ პრივილეგია.

 

ანდრეი უვაროვი