გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის საკითხში არტილერიასა და საჰაერო თავდაცვაზე დაყრდნობას აგრძელებს. ბერლინში გამართულ პრესკონფერენციაზე ოლაფ შოლცმა თავი აარიდა უკრაინისათვის საბრძოლო ტანკების მიწოდების კითხვას.
„პოზიცია, რომელიც გერმანიის მთავრობამ თავიდანვე დაიკავა და რომელიც მომავალში დარჩება, არის ის, რომ გერმანიას არ შეუძლია დამოუკიდებლად იმოქმედოს“, – აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.
კანცლერის თქმით, გერმანიამ უკრაინას მოკავშირეებთან ერთად ყოვლისმომცველი დახმარება გაუწია.
„ჩვენ ასევე მივაწოდეთ ძალიან ეფექტური იარაღი, რომელიც ღირებულია მიმდინარე საომარ მოქმედებებში“, – აღნიშნა შოლცმა.