სოსო გოგაშვილი: რასაც ვასაჯაროვებ, მაქვს კონკრეტული მტკიცებულებები – ინფორმაციის გაჟონვის დაზღვევის მიზნით, „ორივე პილოტი მოსმენაზე დასვეს“

პარტიმრობაში მყოფი სახელმწიფო უსაფრხების სამსახურის ყოფილი უფროსის მოადგილე სოსო გოგაშვილი სოციალურ ქსელში ციხიდან მორიგ წერილს ავრცელებს

მე ბუნებრივია ახლა არ დავასახელებ მათ გვარებს და არც ტელეფონის ნომრებს, გასაგები მიზეზების გამო, რაც მათ უსაფრთხოებას უკავშირდება. ისინი თუ გაითავისებენ თავის მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას და ამაზე ხმამაღლა ისაუბრებენ, ეს იქნება მათი პატრიოტიზმის გამოვლინება, რასაც მე მივესალმები. როდესაც შეიცვლება ხელისუფლება და მართლმსაჯულება განთავისუფლდება ივანიშვილის კონტროლისგან, ჩემგან მათ გადაეცემათ ყველანაირი მტკიცებულებები, ასევე, დაიკითხება ეს ორი პილოტი და კიდევ ბევრი სხვა. ეს მოხდება მაშინ, როდესაც უწყებები უკვე იქნებიან ნამდვილად ქართული და დამოუკიდებლები.
ვემსახურები საქართველოს!
სოსო გოგაშვილი,
306-ე საკანი.