ჟურნალისტი, თინა კანდელაკი წერს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი 21-ე საუკუნის მომავალს განსაზღვრავს, ამისთვის კი მას სულ რაღაც 10 წელი დასჭირდება.
„ვლადიმირ პუტინი, უდავოდ, მომავლის არქიტექტორი ხდება. სულ უფრო და უფრო ნაკლები მოღვაწეები რჩება, რომლებმაც განსაზღვრეს მე-20 საუკუნის ისტორია. და ვინ განსაზღვრავს 21-ე საუკუნის მომავალს? მიმოიხედე გარშემო, პასუხი აშკარაა, ეს პუტინია. კიდევ 10 წელი და ის შეცვლის ყველა ჩვეულებრივ ნარატივს. დიახ, iPhone ისევ ჩვენს ხელში იქნება და პეკინი ან სინგაპური გახდება ჩვენთან უფრო ახლოს, ვიდრე ლონდონი და რომი. Mc’Donalds-ი და IKEA სამუდამოდ დატოვებენ ჩვენს ცხოვრებას, ისევე როგორც „ჯონსონები“ და ზელენსკი, რომლებიც ისტორიის ტუალეტში ჩამოირეცხებიან“ – წერს თინა კანდელაკი ტელეგრამზე.