ზაალ მიქელაძე: რომან გოცირიძეს ულვაშები, ხელს უშლის არა მხოლოდ სუნთქვაში, არამედ სმენაში

მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატმა, “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა რომან გოცირიძემ დღეს სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა მხარი დაუჭირა ბებიის დღის დაწესებას. რასაც სოციალურ ქსელებში არაერთგვაროვანი რეაქცია მოყვა.

როგორც  ჯანდაცვის კომიტეტის წევრი ზაალ მიქელაძე აცხადებს, რომან გოცირიძემ მოიტყუა.

დეპუტატი  “ოცნებიდან” ამბობს, რომ დღევანდელ სხდომაზე ნამდვილად განიხილეს მოქალაქე მიხეილ სახვაძის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება ბებიის დღის ოფიციალურად დაწესებასთან დაკავშირებით. თუმცა, ამ ინიციატივას უარი ეთქვა, რადგან ის არ პასუხობდა  კანონით დადგენილ ნორმას. 

“მთლად კოლეგად ვერ ჩავთვლი ადამიანს, რომელიც მხოლოდ დაკავებულია, როგორც მათთვის ჩვეულია და განსაკუთრებით ამ პარტიისთვის, მიზნობრივად არასწორი ინფორმაციის გავრცელება… ეს ეხება ბატონ რომან გოცირიაძეს, ულვაშები უშლის ხელს, ძალინ წამოეზარდა, ხელს უშლის არა მხოლოდ სუნთქვაში, არამედ სმენაში. იმიტომ რომ სწორად ვერ მოისმინა, ან უფროსწორად მოისმინა მაგრამ ვერ მიხვდა რაზე იყო საუბარი.  ნახავთ ალბათ ოფიცალურ განმართებით ბარათს კომიტეტის სახელით.

კომიტეტი ყოველთვის, ყველა მოქალაქის ინიციატივას განხილავს და გამოაქვს რა თქმა უნდა, სხდომაზე და ეს არის ჩეული პრაქტიკა. ერთ-ერთი მორიგი შემთხვევა იყო, როდესა მოქალაქემ მოგვართა წესით, თუმცა,  არ არის გარკვეული რა ინიციატივაა და რა შემთხვევაში შეიძლება მოგვმართოს, იმიტომ რომ ძირითადად მოქალაქის მომართვა შეიძლება იმ შემთხვევაში იქნეს განხილული ინიციატივა თუ ის რაიმეს შცვლას ითვალისწინებს საკანონმდებლო ორგანის თვალსაზრისით. თუნდაც  ვთქვათ უქმე დღის დაწესებას. ის არ ითხოვდა უქმე დღეს, ცალკე ინიციატივა იყო, ცალკე ყოფილიყო ბებიის დღე, რაც იქნა განხილული და უარი ეთქვა იურიდიული განმარტებით.

რა თქმა უნდა, ზოგადად მისასალმებელი ნებისმიერი მსგავსი საზეიმო განწყობის შექმნა კონკრეტული ჯგუფისთვის.  განემარტა რომ ბებია ვიღაციის დედაა და აქედან გამომდიბარე, დედის დღე ამ ქვეყანას აქვს, გამოსასვლელი დღის სახით. ჩემი თხოვნა იყო, თუ ზოგადად სამოქალაქო აქტივისტები ამ თვალსაზრისით რაღაც დღეს გაითვალისწინებენ, ის არ იყოს კონკრეტული დღე რიცხვით, არამედ  იყოს თუნდაც შაბათი დღე, იმიტომ რომ თუ ბებიის პატივისცემა უნდა ადამიანს რაღაც დღე უნდა იყოს გამოსასვლელი უკვე არსებული, რომ იმ დღეს ვთქვათ ქალქის დატოვოს, წავიდეს სოფლეში და ბებიას მოეფეროს. იმიტომ რომ სამუშაო დღეს ეს იქნება შეუძლებელი. თუმცა ზოგადად უარი ეთქვა ამ ინიციატივას, აქედან გამომდინარე, მინდა მოსახლეობამ იმცოდეს, რატომ იქნა ეს საკითხი განხილული.

მინდა ვთქვა ყველას გასაგონად, ნებისმიერი ინიციატივა, რაც მოქალაქეების მხრიდან იქნებ დასმული, იღებს კომიტეტი ვალდებულებას რომ ყველა განხილოს. თუმცა, ეს არ ნიშნავს რომ ყველაზე თანხმობა იქნება. თუ იქნება უარი, ის იქნება იურიდიულად დადასტურებული და დასაბუთებული. როგორც ამ შემთხვევაში მივწერეთ და ე.წ. ჩასაფრებულებისთვის,  უკვე არ ვიცი რა ჰქვია ამ ადამიანებს, რომლებიც განგებ ქმნიან აჟიოტაჟს. ალბათ  კარგა ხანია არ გამოჩენილა … ეს მის ნამუსზე იყოს. როგორც ამჯერად იტყუება ეს პარლამენტარი, ყველა მისი გამოსვლა 100% მსგავსი სიყალბით არის გაჯერებული. აქვე ვიტყვი, მისი კოლეგა დეპუტატი ესწრებოდა სხდომას, მინიმუმ მისთვის ეცა პატივი და ეკითხა გადაწყვეტილების შესახებ და ისე წარმდგარიყო პრესის წინაშე” – განაცხადა ზაალ მიქელაძემ.