საზოგადოება მიეჩვია, რომ “ნაციონალური მოძრაობის” მიერ მართული ტელევიზიები საქართველოში დეზინფორმაციის გავრცელების მთავარი წყაროა. ეს მედიასაშუალებები ახერხებენ, რომ ყოველ ჯერზე უფრო გაუგონარი ტყუილი გაავრცელონ.
ხაზგასმით ვაცხადებ, რომ “ტვ პირველის” მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა! ვადასტურებ რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში, ერთ-ერთ დაწესებულებაში ნამდვილად მოხდა შემთხვევა როდესაც მოქალაქემ სცადა პროვოკაციის მოწყობა. ჩვენი საუბარი გაგრძელდა დაახლოებით 40 წუთის გამმავლობაში.
“ტვ პირველის” საქციელი არის ამორალური, სრული დეზინფორმაცია, რაც მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.
#ისევსიცრუეტვპირველი #ისევfakenews #ისევსახისდაკარგვა” – წერს ილია ღუდუშაური