ენტონი ბლინკენი სომხეთსა და აზერბაიჯანს სამხედრო მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს

ენტონი ბლინკენი სომხეთსა და აზერბაიჯანს სამხედრო მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი სომხეთსა და აზერბაიჯანს სამხედრო მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ნათქვამია ბლინკენის განცხადებაში, რომელსაც სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

„აშშ ღრმად არის შეშფოთებული სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შეტაკებების შესახებ ცნობების გამო, მათ შორის სომხეთის შიგნით დასახლებებისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ დარტყმების შესახებ ცნობების გამო. როგორც ჩვენ დიდი ხნის წინ მკაფიოდ განვაცხადეთ, კონფლიქტის სამხედრო გზით დარეგულირება არ შეიძლება. ჩვენ მოვუწოდებთ ნებისმიერი სამხედრო მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ“, – ნათქვამია განცხადებაში.
სომხეთი აზერბაიჯანს სასაზღვრო რაიონში ინტენსიური ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს, ბაქო კი ერევანს მასშტაბურ პროვოკაციებში სდებს ბრალს.

წყარო: 1tv.ge