გიგა ბოკერია: ერთადერთი “შემოთავაზება”, რომელიც ივანიშვილის რეჟიმისგან უნდა მივიღოთ, არის მათი მარცხი

„ჩვენი ამოცანა საზოგადოების, მათ შორის ყველა პოლიტიკური თუ სამოქალაქო მოძრაობის, ვისაც გათავისებული აქვს თუ რა რეჟიმთან გვაქვს საქმე ივანიშვილის რეჟიმის სახით, პოზიცია უნდა იყოს რომ საერთოდ არ გვაინტერესებს მათი შემოთავაზებები, ამ ზღვარს უკვე გაცდენილია პროცესი“ – ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია პარტია
ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის მიერ სახალხო დამცველის არჩევაზე გაკეთებულ განცხადებას

ერთადერთი „შემოთავაზება“, რომელიც ივანიშვილის რეჟიმისგან უნდა მივიღოთ, არის მათი მარცხი, სასურველია ჩვენი ქვეყნისთვის მშვიდობიანი, არჩევნების გზით ძალაუფლებიდან ჩამოცილება. ეს არის ის, რაზეც უნდა ვმუშაობდეთ და ბოლოს, როდესაც კედელთან მიყენებულები იქნებიან, რაზეც უნდა ვესაუბროთ, რომ ქვეყანას კიდევ უფრო მეტი ზიანი არ მიაყენონ.

მანამდე ნებისმიერი სახის სპეკულაცია, თუნდაც ისეთ მნიშვნელოვან თანამდებობაზე, როგორიც სახალხო დამცველია, მათთან ჩაყოლა ამ საკითხზე, განხილვა და მოლაპარაკება კარგ შემთხვევაში უბრალოდ თავის მოტყუებაა, ხოლო ცუდ შემთხვევაში საზოგადოებისთვის გაუგებრობის შექმნა