„გროშებს გვიმატებენ და ფასის ზრდას ეძახიან“: თხილის ფასი ოზურგეთში

დღეის მდგომარეობით, ოზურგეთში, „ბერძნულა“ თხილის ფასი 10 თეთრით გაზარდეს და ახლა ერთი კილოგრამი 3,30 ლარი ღირს.

_თუ დიდი პარტიას მოიტანთ, ულაპარაკოდ მოგცემთ ერთ კილოგრამში 5 ლარს! ოღონდ კარგი უნდა იყოს, ვიზუალურადაც და გულიც საღი ჰქონდეს! _ამბობენ თხილის მიმღებ პუნქტებში.

თუმცა ასეთ წინადადებაზე, რიგით მოქალაქეებს მწარედ ეღიმებათ.

_სად არის ეს „დიდი პარტია“ თხილი? წელს ისეც არ ესხა კარგად. ახლა კი უმრავლესობას ის მცირე მოსავალიც ჩაბარებული აქვს… გროშებს გვიმატებენ და ფასის ზრდას ეძახიან! _ ამბობენ ისინი.

რაც შეეხება „გულშიშველას“ და ზოგადად, ნარევ თხილს, ერთ კილოგრამს კვლავ 2,60 ლარად იბარებენ.