საფრანგეთი გაეროს უშიშროების საბჭოში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მომხდარ შეტაკებასთან დაკავშირებულ საკითხს წამოჭრის, – Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ოფისში განაცხადეს.
მათივე ინფორმაციით, მაკრონი კვლავ მოუწოდებს ორივე მხარეს, დაიცვან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი.
საფრანგეთი, შეერთებულ შტატებთან და რუსეთთან ერთად, მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეა. მინსკის ჯგუფი ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკებების შუამავალია.
შეგახსენებთ, აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვარზე შეტაკებები მოხდა. სომხეთის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ მათი მინიმუმ 49 ჯარისკაცი დაიღუპა.