რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა და რამდენიმე თანმხლებმა პირმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად ვიზები მიიღეს, – ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
„დღეს ვიზები გადაეცა ლავროვს და რამდენიმე თანმხლებ პირს“, – განმარტავენ უწყებაში.
სამინისტროს განცხადებით, მოელიან, რომ ვიზებს დელეგაციის სხვა წევრებიც მიიღებენ.
„ჩვენ ველით ვიზების გაცემას დელეგაციის დანარჩენი წევრებისთვის, ისევე როგორც ლოგისტიკის საკითხების სწრაფ გადაწყვეტას, შეერთებული შტატების მიერ უკანონო სანქციების შეზღუდვის გათვალისწინებით, რომელიც ბლოკავს გაერო-ს გენერალური ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად რუსეთის წარმომადგენლების ჩასვლის ლოგისტიკის საკითხებს“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.